ირანი გამდიდრებულ ურანს რუსეთში გააგზავნის

ირანმა გადაწყვიტა, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყანაში წარმოებული გამდიდრებული ურანის დიდი ნაწილი რუსეთში გააგზავნოს, – ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
აღნიშნული გადაწყვეტილება თეირანმა საერთაშორისო სანქციების მოხსნისთვის მიიღო. ივნისში ირანსა და ე.წ. ექვსეულს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, თეირანი ვალდებულია გამდიდრებული ურანის მარაგი 300 კილოგრამამდე შეამციროს.
„უახლოეს დღეებში 9 ტონა გამდიდრებული ურანი რუსეთში იქნება ექსპორტირებული“, – განაცხადა ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის პრეზიდენტმა ალი აკბარ სალეხიმ.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა იუკიო ამანომ განაცხადა, რომ სანქციების გაუქმება უკვე 2016 წლის იანვარშია შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები