თურქეთმა და ევროპამ რუსეთის სტრატეგიულ ავიაციას საჰაერო სივრცე დაუხურა

რუსეთის სტრატეგიული ავიაციის მეთაურის მოადგილის ანატოლი კონოვალოვის განცხადებით, ევროპის ქვეყნებმა და თურქეთმა რუსეთის შორეული ავიაციისთვის საჰაერო სივრცე დახურეს. თვითმფრინავები სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს ბომბავენ, ამის გამო მფრინავები იძულებულები იყვნენ სირიამდე მარშრუტი ევროპის ავლით განეხორციელებინათ.
„ამის მიუხედავად, ავიაციამ დავალება შეასრულა“, – განუცხადა კონოვალოვმა „რია ნოვოსტის“.
ცნობისთვის, რუსეთი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს 30 სექტემბრიდან ბომბავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები