დავუთოღლუ ყველას მოუწოდებს, პუტინის სიტყვები სერიოზულად არ მიიღოს

თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმეთ დავუთოღლუ მოუწოდებს ყველას, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს ღიმილით შეხვდნენ.
როგორც გამოცემა Hurriyet-თან ინტერვიუში დავუთოღლუმ აღნიშნა, თემის სერიოზულად განხილვის შემთხვევაში, პუტინის სიტყვები თურქეთში „მცოცავი ისლამიზაციისა“ და „აშშ-თვის ერთი ადგილის ალოკვის სურვილის“ შესახებ შეურაცხყოფად აღიქმება. მისივე თქმით, პუტინი მსგავს განცხადებებს „სუ-24“-ის ჩამოგდებამდე არ აკეთებდა.
„მოულოდნელად თურქეთი მუსულმანური ქვეყანა გახდა, რომელსაც აშშ-სთან ახლო ურთიერთობები აქვს. ერთი თვის წინ ეს განცხადებები სენსაციურად შეიძლებოდა ქცეულიყო, მაგრამ ახლა ის კონკრეტულ კონტექსტში უნდა იყოს განხილული“, – ამბობს დავუთოღლუ.
რაც შეეხება პუტინის განცხადებებს კორუფციულ სქემებთან თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის კავშირის შესახებ, ამას დავუთოღლუ საბჭოთა პროპაგანდას და იმ დროის გასმონაშთს უწოდებს, როდესაც პუტინი უშიშროების სახელმწიფო კომიტეეტში (КГБ) მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები