ირაკლი ალასანიამ სოციალურად დაუცველი მოინახულა

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სოციალურად დაუცველი, II ჯგუფის ინვალიდი, ლილი ახვლედიანი მოინახულა.
პარტიის ინფორმაციით, ახვლედიანი მძიმე ავადმყოფია და სმენადაქვეითებულია, მხედველობის პრობლემები აწუხებს.
“ყოველდღიურად სჭირდება სხვადასხვა სახის მედიკამენტები და მუდმივი ყურადღება. ქალბატონ ლილის სოციალურად დაუცველის სტატუსი და 60 ლარიანი დახმარება 1 წლის წინ, მას შემდეგ მოუხსნეს, რაც ლოგინად ჩავარდა და მოსავლელად ძმამ და მულმა, ჟუჟუნა ახვლედიანმა, საკუთარ სახლში გადაიყვანეს. არასტაბილური შემოსავლის გამო ოჯახს ავადმყოფის მოვლა უჭირს. ახვლედიანიების ოჯახი ითხოვს აღუდგინონ II ჯგუფის ლოგინად ჩავარდნილ ინვალიდს სოციალური დახმარება. ამ მოთხოვნით ოჯახმა არარეთხელ მიმართა მუნიციპალიტეტს და ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა უშედეგოდ. ჟუჟუნა ახვლედიანი მეუღლესთან ერთად ე.წ. “დეზერტირების” ბაზრობაზე ვაჭრობს”, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ახვლედიანის შემოსავალი დღეში 15-20 ლარია, რაც ოჯახის შენახვის და ავადმყოფი ნათესავის მოვლისთვის საკმარისი არ არის.
ჟუჟუნა ახვლედიანი ირაკლი ალასანიას პროექტ “მოქალაქის ხმის” ფარგლებში შეხვდა, რომელიც მოქალაქეების პრობლემატიკის შესწავლას და ადრესატამდე მიტანას გულისხმობს.
“თავისუფალმა დემოკრატებმა” პროექტის ფარგლებში 115 კონკრეტული პრობლების იდენტიფიკაცია და შესწავლა მოახდინეს.
“პრობლემური ოჯახების შესახებ დამუშავებული ინფორმაცია მერიას და მის შესაბამის სამსახურებს, შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა, თუმცა ქალაქის მუნიციპალიტეტს არც ახვლედიანების ოჯახის პრობლემაზე და არც სხვა საქმეებზე დღემდე რეაგირება არ მოუხდენია”, – აცხადებენ პარტიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები