ნატო სირია-თურქეთის საზღვარზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს აძლიერებს

სირია-თურქეთის საზღვარზე ნატო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს გააძლიერებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება თურქეთში სამხედრო ხომალდების და თვითმფრინავების გაგზავნის შესახებ.
როგორც სააგენტო „როიტერს“ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განუცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზანია რუსული ბომბდამშენის განადგურების მსგავსი ინციდენტების დაუშვებლობა. სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ხომალდების და თვითმფრინავების რაოდენობა ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის. მისი თქმით, ოპერაცია მხოლოდ თავდაცვით ხასიათს ატარებს.
შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს თურქეთის ავიაციამ სირიის საზღვართან რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო, რამაც ანკარას და მოსკოვს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაძაბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები