არსენ ავაკოვი: ჩვენ პუტინის რჩევები არ გვჭირდება

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის განცხადებით, მის ქვეყანას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რჩევები არ სჭირდება. ამის შესახებ უკრაინელმა მინისტრმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა.
„სააკაშვილისადმი ჩემი კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, პუტინის გადასაწყვეტი არ არის უკრაინის ბედი და სააკაშვილთან დაკავშირებით რჩევების მიცემა. ამ რჩევების გარეშეც როგორმე გავძლებთ“, – წერს ავაკოვი.
ვლადიმერ პუტინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სააკაშვილი „ავანტიურისტულ გადაწყვეტილებებს იღებდა, რასაც საქართველოს დაშლა მოჰყვა“.
„დღეს კი ეს ხალხი უკრაინაში აქტიურად მოღვაწეობს. მათ მუშაობის სტილი არ შეუცვლიათ. ვფიქრობ, ეს უკრაინელი ხალხის სახეში შეფურთხებაა. გარდა იმისა, რომ უკრაინას გარედან მართავენ, სათავეშიც ასეთი ხალხი დააყენეს“, – განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილსა და ავაკოვს შორის 14 დეკემბერს კონფლიქტი მოხდა. რეფორმების საბჭოს სხდომაზე არსენ ავაკოვმა მიხეილ სააკაშვილს წყალი შეასხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები