საქართველოს მთავარი პროკურორი ჟან-კლოდ ფრეკონს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტს ჟან-კლოდ ფრეკონს შეხვდა.
როგორც „კვირას“ უწყებიდან აცნობეს, მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კონსტანტინე კორკელია, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები.
ჟან-კლოდ ფრეკონმა ირაკლი შოთაძეს მიულოცა მთავარ პროკურორად არჩევა და დაინტერესდა პროკურატურის წარმოებაში არსებულ გახმაურებულ საქმეებზე მიმდინარე გამოძიებით, რაზეც მთავარმა პროკურორმა სრულყოფილად მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრის დასასრულს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ირაკლი შოთაძეს მისთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხისთვის და მომავალში თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები