პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც ,,საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით განიხილვა მიდმინარეობს, დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრების უკმაყოფილება იმ საკითხმა გამოიწვია, რომ სხდომაზე კანონპროექტში შესატანი ცვლილებები უმცირესობის წევრებს დღეს დაურიგდათ.
როგორც სხდომაზე უმცირესობის დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, პოლიტიკურ სპექტრს საარჩევნო ოლქების გადანაწილებასთან დაკავშირებით ცვლილებები დღეს დაურიგდათ და ამ ცვლილებების შესახებ დიდმა ნაწილმა არაფერი იცის. მიხეილ მაჭავარიანის განცადებით, ცვლილებების გაცნობას დრო სჭირდება. კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, დეპუტატებს ცვლილებების გასაცნობად გარკვეული დრო მიეცემათ, ამის გამო სხდომაზე 25 წუთით შესვენება გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები