მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე „საევაკუაციო ნაგებობები“ მოეწყობა

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე „საევაკუაციო ნაგებობები“ მოეწყობამოსალოდნელი სტიქიური და ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების პრევენციის მიზნით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე, „საევაკუაციო ნაგებობები“ მოეწყობა.
მსგავსი პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და სტიქიის შემთხვევაში, საბაჟოს მომსახურე პერსონალის და მგზავრების უსაფრთზო ევაკუაციას უზრუნველყოს.
მიმდინარე სამუშაო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა მოინახულეს.
პროექტი კლდის ფერდზე 208,80 მეტრი სიგრძის და 2.25მ სიგანის საევაკუაციო დერეფნის მშენებლობას ითვალისწინებს. მყინვარ დევდორაკზე, განთავსებულ სპეციალური საგუშაგოში 24-საათიანი მორიგეობაა დაწესებული. განგაშის გამოცხადების შემთხვევაში შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად უზრუნველყოფენ სტიქიის ზონაში ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები