ევროკომისია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ანგარიშს ხვალ გამოაქვეყნებს

 საქართველოსთვის და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე ევროკომისიის დასკვნა ხვალ, 18 დეკემბერს გამოქვეყნდება. ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სტრიტ ჯორნალი“ აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ დასკვნა პოზიტიური უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის დასკვნა საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შესახებ 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა ის რამდენიმე დღით გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები