„ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში ჩაერთვება, თუმცა ის საარჩევნო სიაში არ იქნება“

კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში ჩაერთვება და კოალიციას მხარს დაუჭერს, თუმცა ის საარჩევნო სიაში არ იქნება,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
სამნიძისთვის ჯერჯერობით უცნობია, ივანიშვილის წინასაარჩევნო პროცესში ჩართულობა კონკრეტულად რა ფორმით იქნება გამოხატული.
„ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს, 2016 წლის არჩევნებზე საარჩევნო სიაში იყოს. თვითონ ივანიშვილი აცხადებდა და საუბარია იმაზე, რომ ის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება და მხარს დაუჭერს კოალიციას, რომლის დამფუძნებელიც თავად არის. თუმცა კონკრეტულად რა ფორმით მოხდება ეს, ჩემთვის ჯერ უცნობია“,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები