9 თვის ბავშვს ძმარმჟავა გადაესხა – პატარას დამწვრობის ცენტრში მკურნალობენ

9 თვის ბავშვს შემთხვევით ძმარმჟავა გადაესხა, რის შედეგადაც სხეულის ქიმიური დამწვრობა მიიღო.
როგორც „კვირას“ იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პატარას ქიმიური დამწვრობის შედეგად მუცლისა და ბარძაყის არე დაეწვა.
„პაციენტი დამწვრობის ცენტრში ქიმიური დამწვრობით შემოიყვანეს. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, პატარა ბიჭუნას ძმარმჟამავა სხეულზე შემთხვევით გადაესხა, რის შედეგადაც სხეულის მე-2-3 (ა) ხარისხის დამწვრობა მიიღო. ამჟამად ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას გუგა ქაშიბაძე. შემთხვევა თბილისში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები