პუტინი მოსკოვში დღეს პრესკონფერენციას გამართავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს მოსკოვში ყოველწლიურ ტრადიციულ პრესკონფერენციას გამართავს. ღონისძიებაზე 1390 რუსეთის და უცხოეთის მედიასაშუალებების წარმომადგენელია აკრედიტებული.
როგორც ჟურნალისტებს პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა, პრეზიდენტი ყველას, მათ შორის ძალზე მწვავე კითხვებსაც გასცემს პასუხს. მისი თქმით, პრესკონფერენციის თემა, ძირითადად, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემატიკა და საერთაშორისო მდგომარეობა იქნება, კერძოდ, სიტუაცია უკრაინასა და სირიაში. რუსეთის მოვლენებს შორის კი პესკოვმა ტრაილერების მძღოლების პროტესტი გამოყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები