“მოსკოვის ცენტრში მომხდარ სროლაში შაქრო კალაშოვის „ბოევიკები“ მონაწილეობდნენ”

გამოცემა „პრესტუპნაია როსია“ მოსკოვში რესტორან Elements-თან მომხდარი სროლის დეტალებს აქვეყნებს.
როგორც გამოცემას ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, სროლაში მონაწილე პირები, რომელთა შორის ორი დაიღუპა და რვა დაიჭრა, უბრალოდ დაცვის კერძო სამსახურის წარმომადგენლები კი არა, არამედ, „კანონიერი ქურდის“ ზაქრო კალაშოვის, მეტსახელად „შაქრო მალადოის“ შეიარაღებული დაჯგუფების წევრები იყვნენ. დაპირისპირება ერთ-ერთი ფირმის მიმართ რესტორნის დავალიანებამ გამოიწვია. როგორც „პრესტუპნაია როსია“ წერს, ზაქრო კალაშოვმა კარგად მომზადებული მცირე “ჯარი” შეაგროვა, რომელშიც 130 კარგად მომზადებული „ბოევიკი“ შედის, რომლებიც ოფიციალურად დაცვის თანამშრომლებად არიან გაფორმებულები. მათგან კალაშოვის უსაფრთხოებას რიგრიგობით 40 ადამიანი იცავს. საქმე იმაშია, რომ ესპანეთიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ „შაქრო მალადოიმ“ „ქურდული სამყაროს“ გლობალური „რეფორმირება“ გადაწყვიტა, რამაც ბევრი „კანონიერი ქურდის“ უკმაყოფილება გამოიწვია. ამიტომ „რეფორმატორის“ გარშემო სიტუაცია სეროიოზულად დაიძაბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები