მიხეილ სააკაშვილი: მიყვარს უკრაინა და ჩვენს ქვეყანას ქურდებისა და თაღლითებისგან გავათავისუფლებთ

„ვწუხვარ, რომ პრემიერ-მინისტრს ქურდი ვუწოდე, თუმცა უფრო მეტად ვწუხვარ, რომ ეს სიმართლეა“, – აღნიშნული განცხადება ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გააკეთა.
“ვიდეოში, რომელიც ჩემი დაჟინებული თხოვნის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადმომცეს, კარგად ისმის, თუ როგორ მიწოდა პრემიერ-მინისტრმა “გასტროლიორი” და “მარიაჟი”, მისმა მინისტრმა კი მომიწოდა, გავეთრიო “მისი ქვეყნიდან”. პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრთან მიმართებაში სიტყვა “ქურდები” გამოვიყენე და ამ სიტყვებზე უარს არ ვამბობ. მე მიყვარს უკრაინა და ჩვენს ქვეყანას ქურდებისა და თაღლითებისგან გავათავისუფლებთ”, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები