პაატა ბურჭულაძის ფონდი შესაძლოა, პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას

საქართველოს განვითარების ფონდის ხელმძღვანელის პაატა ბურჭულაძის განცხადებით, შესაძლებელია, მის მიერ დაარსებული ფონდი პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას. ბურჭულაძის თქმით, ფონდი შეისწავლის იმ ღირებულებებს, რაც გვაქვს, მისი გამოსწორებისა და წინსვლის საქმეს. “ძალიან დიდი იყო ინტერესი, რა მიმართულება ჰქონდა დღეს ფონდს. ეს ფონდი შეისწავლის იმ ღირებულებებს, რაც გვაქვს, მისი გამოსწორებისა და წინსვლის საქმეს. თუ ეს პარტიად გადაიქცევა, ვერაფერს გეტყვით. ეს ძალიან შესაძლებელია, მაგრამ დღეს ეს არის ფონდი”, – განაცხადა ბურჭულაძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრას ბურჭულაძის ფონდის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საქართველოს განვითარების ფონდის პრეზდენტმა უცხოელ ელჩებს ის პროექტები გააცნო, რომლის განხორციელებასაც ორგანიზაცია გეგმავს. 24 დეკემბერს ქართველი ბანი პრეზენტაციას გამართავს. მისი თქმით, პოლიტიკური გეგმები არ აქვს, თუმცა მისი ამოცანა – ფონდისთვის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები