ბათუმში, ყოფილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კორპუსის მშენებარე ფლიგელი ჩამოინგრა

ბათუმში, ყოფილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კორპუსის მშენებარე ნაწილი ჩამოინგრა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სართულზე იატაკის დასხმისას ბჯენებმა სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩამოინგრა.
ამ დროისთვის მსხვერპლის და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს, მიმდინარეობს ობიექტის გასუფთავება. ყოფილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობაში კომპანია “რედკო” სასტუმროს განთავსებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები