რატომ თქვა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ დაცვაზე უარი ალეკო ელისაშვილმა – დედაჩემი დღე და ღამე ტირის

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, შეწყალების სახელმწიფო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მან პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ დაცვაზე უარი თქვა.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო დედამისი დღე და ღამე ტირის.
„არ დავთანხმდი, მაგრამ ჯერ კიდევ ვფიქრობ, რადგან ჩემ გარშემო ბევრს ეშინია, დედაჩემი დღე და ღამე ტირის. მე არ მეშინია, მაგრამ არ მინდა, ჩემ გარშემო ახლობლები სტრესში ვამყოფო. ძალიან საშიშ ხალხზეა საუბარი, აქეთ ეს ყველაფერზე წამსვლელი პოლიტიკოსები, იქით – მსჯავრდებულები“,-განუცხადა ელისაშვილმა ჟურნალ „სარკეს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები