რუსეთში ვერტმფრენის ავარიული დაშვების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე ვერტმფრენის ავარიული დაშვების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება.
ავარია სოფელ სობოლევოდან 77 კილომეტრში მოხდა. ავიაკომპანია „ვიტიაზ-აეროს“ ვერტმფრენს გაზის კომპანიის მუშები გადაჰყავდა. წინასწარი ინფორმაციით, აფრენის დროს აპარატმა წონასწორობა დაკარგა და ავარიულად დაჯდა.
მთლიანად ვერმფრენის ბორტზე ინციდენტის მომენტში 22 ადამიანი იმყოფებოდა. მიმდინარეობს ამ ფაქტის გამოძიება. ანალოგიური ინციდენტი კამჩატკაზე 30 ნოემბერს მოხდა, როდესაც „მი-2“-ის ტიპის ვერტმფრენის ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები