მენეჯმენტის სკოლა ტურიზმის მიმართულებით ლიდერი, ლაურიატის ჯგუფის წარმომადგენლებს უმასპინძლებს

ხვალ, 17:00 საათზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შენობაში საქართველოს მენეჯმენტის სკოლა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საქართველოში მასპინძლობის მენეჯმენტის განვითარების მიზნით ლაურიატის ჯგუფის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს.

ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორია GSOM (საქართველოს მენეჯმენტის სკოლა). პრეზენტაციას სასტუმროების წარმომადგენლები დაესწრებიან. სპეციალური ვიზიტით ჩამოდის ლეს როშეს აღმასრულებელი დირექტორი სონია პაპარი და ჯგუფის ბიზნესის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი იულია ტოკარევა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელთა შორის იქნებიან: საქართველოს მენეჯმენტის სკოლის დამფუძნებელი მანანა უგულავა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ლეს როშეს აღმასრულებელი დირექტორი სონია პაპარი, ბიზნესის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი იულია ტოკარევა.

„საქართველოს მენეჯმენტის სკოლა შეიქმნა 2014 წელს. სკოლის მისიაა აღზარდოს და განავითაროს პროფესიონალები, რომლებიც თვალსაჩინო წვლილს შეიატანენ ქვეყნის კერძო და საჯარო სექტორის განვითარებაში. გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ სულიკო ქადაგიძე, ESM თბილისის, ბიზნეს სკოლის დამაარსებელი. სკოლა თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო ცენტრებთან. მენეჯმენტის სკოლის ახალი პარტნიორია მასპინძლობის მენეჯმენტისა და ტურიზმის მიმართულებით საუკეთესო მომსახურების მომწოდებელი ლაურეატთა ჯგუფი. სწორედ ამ ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ლეს როშესა და გლიონის (მსოფლიოს რეიტინგით მეორე და მესამე ადგილზე მყოფი) სკოლები, რომლებიც ჩვენს რეგიონში დაიწყებენ აქტიურ საქმიანობას და თავიანთ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ აღნიშნული დარგის განვითარებაში. დაგეგმილია სასწავლო ცენტრის შექმნა, რომელიც მსმენელს შესთავაზებს საერთაშორისო პროგრამებს და გასცემს შესაბამის სერტიფიკატებს. ცენტრში მოწვეული იქნებიან უცხოელი ტრენერები და კონსულტანტები, რაც ამ სფეროში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების წინაპირობაა. საქართველოში ტურიზმის განვითარებას ერთმნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, რასაც ზემოთხსენებული პროექტი ითვალისწინებს“, – აცხადებენ საქართველოს მენეჯმენტის სკოლაში.

(მის: მარჯანიშვილის ქუჩა № 5. საკონტაქტო პირი – ნინო წილოსანი 555779595)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები