გია ვოლსკი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ინტელექტუალური პოტენციალი აქვს

 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ინტელექტუალური პოტენციალი აქვს, – ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ უნივერსიტეტში სტუმრობისას განაცხადა.

დღეს გიორგი ვოლსკიმ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ-მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციის თემა იყო დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება, სოციალურ საკითხებზე სახელმწოფოს პასუხისმგებლობა და მედიაპლურალიზმი.

უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლელებთან საუბარი შეეხო ასევე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს. უმრავლესობის წევრმა ყურადღება გაამხვილა უნივერსიტეტის მაღალ საგანმანათლებლო დონეზე და განაცხადა, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტს ინტელექტუალური პოტენციალი აქვს. შეხვედრაზე სტუდენტებმა მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვები დასვეს.

12395506_1696854850552276_64802991_n

12387763_1696854830552278_1468738853_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები