თბილისი საახალწლოდ განათდა (ფოტოკოლაჟი)

თბილისი დღეს საახალწლოდ განათდა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, წელს ცენტრალური ქუჩები – რუსთაველის გამზირი, მელიქიშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი და კოსტავას ქუჩა სრულად ახალი დიზაინით და ილუმინაციებით მოირთო.
ახალ 2016 წელს საქართველოს დედაქალაქი ახალი ნაძვის ხით შეხვდება. 22 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაიდგა, წითელი და ოქროსფერი ბურთებით, ბაფთებითა და ილუმინაციებით არის მორთული.
ნაძვის ხის ანთება უკვე ტრადიციად იქცა, წელს დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 19 დეკემბერს საზეიმოდ აინთება.

12373403_1012881792091039_2208582209565103752_n

12388223_1012882248757660_1682237983_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები