ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს და პრემიერს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს და პრემიერ-მინისტრს, კარიმ მასიმოვს ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ყაზახეთის უმაღლესი პირებისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში ირაკლი ღარიბაშვილი ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების იმედს გამოთქვამს.
„მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა ეროვნულ დღესასწაულთან – ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობებიკიდევ უფრო გაღრმავდება და ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქართველ და ყაზახ ხალხს,”–ნათქვამია პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილ წერილში.
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ კარიმ მასიმოვისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში ირაკლი ღარიბაშვილი იმ დიდ რესურსზე საუბრობს, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობაში არსებობს და მიიჩნევს, რომ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ახალ ეტაპზე გადავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები