პორტალმა „კვირამ“ და „განათლების აკადემიამ“ მემორანდუმი გააფორმეს

საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირასა“ და უმაღლეს სასწავლებელს – „განათლების აკადემიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალ „კვირას“ მთავარმა რედაქტორმა ქეთევან ხოსიტაშვილმა და „განათლების აკადემიის“ რექტორმა მარიამ მესხიშვილმა მოაწერეს.
დოკუმენტის თანახმად, პორტალი „კვირა“ აქტიურად გააშუქებს უმაღლესი სასწავლებლის მიერ მოწყობილ ღონისძიებებსა და სიახლეებს. ამასთან, სტუდენტები, სასწავლებლის სახელით, პორტალის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა საზოგადოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, თუ კულტურულ აქტივობაში სისტემატურად მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც მემორანდუმის გაფორმების შემდეგ უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა მარიამ მესხიშვილმა განაცხადა, უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია ყველა ის ნაბიჯი, რაც განათლების სფეროს განვითარებას უკავშირდება.
„განათლების აკადემია“ გახლავთ ახალგაზრდა უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც საჭიროებს ყოველგვარ მედია მხარდაჭერას. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც მოემსახურება უმაღლეს სასწავლებელს, განათლების აკადემიას, აკადემიის პრესტიჟისა და იმიჯის ამაღლებას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ კიდევ გაღრმავდეს ეს ურთიერთობა. ეს იქნება პროგრესისკენ გადადგმული ნაბიჯი“,- განაცხადა მარიამ მესხიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები