„ეროვნულმა ბანკმა უნდა დასწიოს ინფლაციის მაჩვენებელი, გააძვიროს ფული და ზედმეტი ფული მიმოქცევიდან ამოიღოს“

„ეროვნულმა ბანკმა თებერვლამდე უნდა დასწიოს ინფლაციის მაჩვენებელი, მან უნდა გააძვიროს ფული და ზედმეტი ფული ამოიღოს მიმოქცევიდან, განსაკუთრებით კი ბანკებიდან“, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა ემზარ ჯგერენაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
ჯგერენაიას განცხადებით, ინფლაციის ზეწოლა საქართველოში აგვისტოში, ელექტროენერგიაზე ფასის გაძვირების შემდგომ დაიწყო. ამან კი, ჯგერენაიას თქმით, სხვადასხვა საქონლის გაძვირებაც გამოიწვია.
„ჩვენ ამჯერად სახეზე გვაქვს 6,3 წლიური ინფლაცია, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ნავარაუდევი იყო. განსაცვიფრებელი იყო ეროვნული ბანკის განცხადება, როდესაც ბრძანა, რომ მომდევნო წელსაც ინფლაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იქნება. ძალიან მწვავეა განცხადება იმის შესახებ, რომ 2016 წლის პირველი ნახევარი მაღალი ინფლაციით იქნება გამოწვეული საქართველოს ეკონომიკაში. ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ინფლაციის დონე 5%-ზე დაბლა დასწიოს. მას სხვადასხვა ბერკეტი გააჩნია ამისათვის“,- განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები