ირაკლი ღარიბაშვილი კორეის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან, კიმ ჩანგ გუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. პრემიერ-მინისტრმა კიმ ჩანგ გუს წარმატება უსურვა შემდგომ საქმიანობაში, საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები