ნოდარ ხადური: ვიზალიბერალიზაციის იმ მიმართულებით, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო კურირებს, ყველაფერი შესრულებულია

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის იმ მიმართულებით, რომელსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კურირებს, ყველაფერი შესრულებულია. ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ მიმართულება, რომელსაც მისი უწყება კურირებს, მოიცავს საბაჟო, საგადასახადო და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ანგარიშის გამოქვეყნების გადავადებას, მინისტრი იმედოვნებს, რომ დასკვნის შესახებ ევროკავშირში განცხადება უახლოეს მომავალში გაკეთდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები