გიორგი კვირიკაშვილი: რუსეთ-თურქეთის დაძაბულობა უკიდურესად არასასურველია

საქართველოსთვის რუსეთ-თურქეთის დაძაბულობა არის უკიდურესად არასასურველი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ნებისმიერი დაძაბულობის ზრდა რეგიონში, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას შეამცირებს.
„რუსეთ-თურქეთის დაძაბულობა არის უკიდურესად არასასურველი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. მინდა ვთხოვო ყველა პოლიტიკოსს და მედიას, რომ ყველანაირი მცდელობა, რომ რაიმე კუთხით დადებით კონტექსტში წარმოჩინდეს ამ დაძაბულობის შესაძლო შედეგები საქართველოსთვის, თავიდან იქნას აცილებული. უპირველეს ყოვლისა, არ არსებობს არანაირი რეალური საფუძველი იმისთვის, რომ რაიმე სარგებელი მოუტანოს ამან საქართველოს. ნებისმიერი დაძაბულობის ზრდა რეგიონში, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას შეამცირებს და ასევე, ეს არაეთიკურია თურქეთის მიმართ, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები