დიმიტრი ქუმსიშვილი: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველომ დავალებები ფრიადზე შეასრულა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველომ დავალებები ფრიადზე შეასრულა. ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირს კითხვები არა აქვს.
“უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს მხრიდან დავალებები შესრულებულია ფრიადზე. აქ კითხვები არ არსებობს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ შესრულებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება, რომელიც დღეს იგეგმებოდა, გადაიდო. მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული მხოლოდ ტექნიკურ დეტალებს უკავშირდება და საქართველოსთან მიმართებაში არანაირი პრობლემა არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები