საუდის არაბეთმა ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციის შექმნის შესახებ განაცხადა

საუდის არაბეთმა ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად არაბული კოალიციის შექმნის შესახებ განაცხადა. როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სალმან ალ საუდმა აღნიშნა, ასეთი კოალიციის შექმნა ისლამურ ქვეყნებს შორის მოქმედების კოორდინაციას ხელს შეუწყობს. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბი ერ-რიადში განთავსდება. კავშირში 34 ქვეყანა შევიდა, მათ შორის იორდანია, პაკისტანი, თურქეთი, ტუნისი, თურქეთი, სომალი, პალესტინა, ქუვეითი, ეგვიპტე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები