ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს და საგანგებო მრჩეველს ფილიპ დუსტე-ბლაზის შეხვდა. მთავრობის ადმინსტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველ საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა “საქართველოს სოლიდარობის ფონდის” საქმიანობა განიხილეს და ისაუბრეს ინოვაციური დაფინანსების გლობალურ ჯგუფში ფონდის მოღვაწეობაზე, რაც პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საშუალებას აძლევს საქართველოს, უფრო აქტიური როლი შეასრულოს საერთაშორისო დონეზე წამყვან პარტნიორებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საქმეში. ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
ცნობისთვის, ფილიპ დუსტე-ბლაზის ხელმძღვანელობით და ძალისხმევით ამოქმედდა UNITAID, UNITLIFE და კიდევ არაერთი ისტორიული ინიციატივა.