ირაკლი ღარიბაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: ევროკავშირს საქართველოს მიმართ პრობლემა არა აქვს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირს, საქართველოს მიმართ, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არა აქვს.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების გადადება მხოლოდ ტექნიკურ დეტალებს უკავშირდება.
“საუბარია რაღაც ტექნიკურ დეტალებზე, რაც ჩვენს ქვეყანას არ ეხება. ასე რომ, გთხოვთ, დაველოდოთ ევროკომისიის საბოლოო ანგარიშს, რომლის გამოქვეყნება უახლოეს დღეებში მოხდება”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ შესრულებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება, რომელიც დღეს იგეგმებოდა, გადაიდო.