იემენში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა

იემენში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა და სამშაბათს, ღამის 12 საათიდან შევიდა ძალაში. ამის შესახებ არაბული ქვეყნების კოალიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომლებიც შიიტური მოძრაობა „ანსარ ალას“ წინააღმდეგ ოპერაციას ატარებენ. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინიციატივით იემენის პრეზიდენტი აბდ რაბუ მანსურ ჰადი გამოვიდა, რომელმაც შესაბამისი თხოვნით საუდის არაბეთის მეფეს მიმართა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი იემენთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკების პერიოდში შენარჩუნდება, რომელიც შვეიცარიაში 15 დეკემბერს იწყება.
იემენში შეიარაღებული დაპირისპირება ამბოხებულ ხუსიტებს და ქვეყნის პრეზიდენტის მომხრე დაჯგუფებებს შორის უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები