მოსკოვში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
მოსკოვის ცენტრში, ერთ-ერთ კაფეში მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ინციდენტი როდჩელსკაიას ქუჩაზე მოხდა. თავდამსხმელმა ტრავმატული პისტოლეტი გამოიყენა. პოლიციის ინფორმაციით, მთლიანად კონფლიქტში ათამდე ადამიანი მონაწილეობდა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით.