ნატალია საბანაძე: ანგარიშის გამოქვეყნების გადადება საქართველოსთან არანაირ კავშირში არ არის

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნების რამდენიმე დღით გადადებას საქართველოს ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე ადასტურებს.
ქართველი დიპლომატის თქმით, აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნების გადადება საქართველოსთან არანაირ კავშირში არ არის.
“შემატყობინეს ოფიციალურად, რომ რამდენიმე დღით გადაიდო, მაგრამ ასევე შემიძლია ვთქვა და ესეც ოფიციალურად მითხრეს, რომ ეს გადადება საქართველოსთან არაფერ კავშირში არ არის. ჩვენი ანგარიში, როგორც ვიცი, იქნება საბოლოოდ პოზიტიური”, – განაცხადა საბანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები