ვიზალიბერალიზაციის თემაზე იანოშ ჰერმანის პრესკონფერენცია დღეს აღარ გაიმართება

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის დღევანდელი პრესკონფერენცია, რომელიც საქართველოს მიერ “სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის” შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით უნდა გამართულიყო, გადაიდო, – ამის შესახებ “კვირას“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს.
“მედიის წარმომადგენლებს ვატყობინებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის 15 დეკემბრის პრესკონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს მიერ ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის” შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას, გადაიდო. პრესკონფერენციის ახალ თარიღს შეგატყობინებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში პრესკონფერენციის გადადების მიზეზებსა და სხვა დეტალებზე საუბარი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები