არგენტინაში ავარიის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა

არგენტინის სალტას პროვინციაში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 43 პოლიციელი დაიღუპა. სამსახურებრივი ავტობუსი, რომელსაც პოლიციის თანამშრომლები გადაჰყავდა, ხრამში გადაიჩეხა.
ავარიის მიზეზი საბურავის დაზიანება გახდა. ინციდენტის მომენტში ავტობუსის სალონში 51 ადამიანი იმყოფებოდა.
დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა ქვეყნის პრეზიდენტმა მაურისიო მაკრიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები