“ევროკავშირი ძალღონეს არ იშურებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოხსენება დეკემბრის ბოლომდე გამოქვეყნდეს”

ევროკავშირი ძალღონეს არ დაიშურებს, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესახებ მოხსენება დეკემბრის ბოლომდე გამოქვეყნდეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ტასი” ევროკავშირის უმაღლეს კომისარზე საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინზე დაყრდნობით ავრცელებს.
“სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დისკუსიაზე, რომელიც დღეს გაიმართა შევთანხმდით, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. ამ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს მათ დაახლოების საშუალებას მისცემს. სამუშაო, რომელსაც ევროკომისია აწარმოებს წევრ ქვეყნებთან, კვლავ გრძელდება”, – განაცხადა მოგერინიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები