რუსეთ-თურქეთის სამიტი გადაიდო – შეხვდებიან თუ არა ერთმანეთს პუტინი და ერდოღანი

რუსეთ-თურქეთის სამიტი გადაიდო. შესაბამისად, რეჯეფ ტაიპ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა ვეღარ შედგება. სამიტი დეკემბერში სანკტ-ბეტერბურგში უნდა გამართულიყო.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ამასთან, რუსეთ-თურქეთის ფორუმის თავმჯდომარის მოადგილემ ლიუბოვ გლებოვამ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ფორმატები, როგორც წესი, სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრას ითვალისწინებს და სწორედ ასეთი ფორმატის გამართვა იყო დაგეგმილი.
რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნოემბერში თურქეთმა რუსეთის კუთვნილი “სუ-24” ჩამოაგდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები