ვიზალიბერალიზაციის თემაზე დაგეგმილი იანოშ ჰერმანის ხვალინდელი პრესკონფერენცია გადაიდო

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის ხვალინდელი პრესკონფერენცია გადაიდო, რომელიც საქართველოს მიერ “სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის” შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას უნდა მიძღვნოდა, – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს.
“მედიის წარმომადგენლებს ვატყობინებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის 15 დეკემბრის პრესკონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს მიერ ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის” შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას, გადაიდო. პრესკონფერენციის ახალ თარიღს შეგატყობინებთ”, – ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში პრესკონფერენციის გადადების მიზეზებსა და სხვა დეტალებზე საუბარი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები