დავით ჯალაღანია არარეზიდენტ ელჩებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს საქართველოში ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა მოჰამმად თაქი ხალილიმ, ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩმა ლაჰსსან ბუფარესმა, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ელჩმა ტარეკ იბრაჰიმ მუჰამედ მაათიმ, კორეის რესპუბლიკის ელჩმა კიმ ჩან გიუმ და ფიჯის რესპუბლიკის ელჩმა დეო სარანმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიგელების გადაცემის შემდეგ დავით ჯალაღანიამ ელჩებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. დავით ჯალაღანიამ არარეზიდენტ ელჩებს წარმატება უსურვა მათ საქმიანობაში საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში.