მთავრობამ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების აღსანიშნავად 220 450 ლარი გამოყო

ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების აღსანიშნავად მთავრობამ 220 450 ლარი გამოყო. ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განკარგულებაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
“საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ “საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოეყოს 220 450 ლარი”, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები