ნავთობის ფასი ისევ რეკორდულად დაეცა

ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს. Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ერთ ბარელში 37 დოლარი შეადგინა, ხოლო WTI-ის ფასი 35 დოლარამდე დაეცა. ექსპერტების აზრით, ეს ტენდენცია ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების 4 დეკემბრის სამიტის შედეგია, რომელზეც, ფაქტობრივად, საწვავის ულიმიტო მოპოვების გადაწყვეტილება მიიღეს. გარდა ამისა, ნავთობის ბაზარზე სანქციების მოხსნის შემდეგ ახალი მოთამაშე გამოდის ირანის სახით, რომელიც 5-6 თვეში დღე-ღამეში1 მილიონი ბარელის ოდენობის ნავთობის მოპოვებას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები