თბილისის ზოოპარკის ბეჰემოთი „როიტერის“ 2015 წლის საუკეთესო 8 ფოტოსურათს შორის მოხვდა

თბილისის ზოოპარკის ბეჰემოთი, სახელად ბეგი 2015 წლის „როიტერის“ საუკეთესო ფოტოებს შორის მოხვდა. ფოტო 13 ივნისის წყალდიდობის მეორე დღეს არის გადაღებული გმირთა მოედანზე, სადაც ზოოპარკიდან გაქცეული ბეჰემოთი იდგა.
ფოტოს ავტორია ბესო გულაშვილი, რომელიც მისი გადაღების ისტორიას ასე იხსენებს: „წყალდიდობის შედეგებს ვიღებდი. ციფრული ფოტოკამერის მეხსიერებაში მხოლოდ რამდენიმე ფოტოს ადგილი მქონდა დარჩენილი და სწორედ ამ დროს დავინახე ეს ჰიპოპოტამი, რომელიც „სვოჩის“ მაღაზიასთან იდგა. ამ მაღაზიაში ორი დღის წინ ჩემს შვილს საათი ვუყიდე. დღეს ბეგი ალბათ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ბეჰემოთია“, – წერს გულაშვილი.
რვა საუკეთესო სურათს შორის მოხვდა, ასევე, ფოტოები: მიგრანტთა კრიზისი ევროპაში, სიტუაცია პალესტინაში, საომარი მოქმედებები სირიაში…

12358348_10205017800116317_1839397480_n

12358449_10205017800076316_270721980_n

12366586_10205017799876311_919586394_n

12386774_10205017799796309_314440483_n

12387866_10205017799716307_1045470694_n

12395101_10205017799516302_196697327_n

12395200_10205017799676306_616501236_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები