მედიის ინფორმაციით, თურქული ჯარი ერაყიდან გადის

თურქეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, თურქული ჯარი ერაყის ქაალქ ბაშკიდან გადის. ეს ქალაქი მოსულთან ახლოს მდებარეობს, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოს“ აქვს დაკავებული. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ თურქმა სამხედროებმა შეატყობინეს. ამ ინფორმაციის მისედვით, შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთის მიმართულებით გადაადგილდებიან.
თურქული ნაწილების გაყვანა ბაღდადსა და ანკარას შორის მიღწეული შეთანხმებების შედეგად გახდა შესაძლებელი.
ერაყმა გაეროს უშიშროების საბჭოს თურქეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის მოთხოვნით 12 დეკემბერს მიმართა. ბაღდადის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების ყოფნა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა.
ერაყში თურქეთის შეიარაღებული ძალების შესვლის შესახებ ინფორმაცია დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა. თურქი სამხედროები ქალაქ მოსულთან ქურთი მოხალისეების მოსამზადებლად ჩავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები