„ეტყობა, ხვალ მართლა გვაძლევენ ევროკავშირში უვიზოდ შესვლის საშუალებას“

„ეტყობა, ხვალ მართლა გვაძლევენ ევროკავშირში უვიზოდ შესვლის საშუალებას“, – ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი წერს.
„დღეს ძველი თბილისი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ფორმდება. ხვალ, წესით, საზეიმო ღონისძიებაც იქნება. დიდი სურვილი მაქვს, რომ უვიზო მიმოსვლა შევირგოთ და ამ შესაძლებლობას მავნებლობისთვისა და უკანონობისთვის არ გამოვიყენებთ, თორემ „ევროპის კარს კვლავ ჩაგვირაზავენ“.
ასევე, ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეებისთვის არაევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო ურთიერთობის შერბილება-გაუქმებას. მთავარია, ევროკავშირის მოლოდინი გავამართლოთ. ჩვენი ხსნა და განვითარება დასავლეთშია“, – წერს ჩანადირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები