წლის ყველაზე წარმატებულ შინაგან საქმეთა ხელმძღვანელად აჭარის პოლიციის უფროსი დასახელდა

საქართველოს სამართლის დარგის მოღვაწეთა სარეიტინგო საბჭომ 2015 წლის ქვეყნის ყველაზე წარმატებული შინაგან საქმეთა ხელმძღვანელი გამოავლინა და ის შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი ბესიკ ამირანაშვილია.
“ვულოცავთ ბატონ ბესიკს ამ დიდ აღიარებას და შემდგომ დიდ წარმატებებს ვუსურვებთ!
ახალგაზრდა და ნიჭიერი ხელმძღვანელი -ასე იცნობენ მას კოლეგები და ასეთი შეფასება დაიმსახურა მან რეგიონში, დანიშვნიდან უმოკლეს ხანში ეფექტური მოღვაწეობის შედეგად.
ბესიკ ამირანაშვილი სრულიად ახალგაზრდა მივიდა პოლიციის რიგებში და მან განვლო მეტად რთული გზა რიგითიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსობამდე. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გამწესებამდე ამირანაშვილი იმერეთის რეგიონში იყო პოლიციის ხელმძღვანელი და იგი, როგორც ყველგან და ყოველთვის, გამორჩეულად პასუხისმგებლიანი და ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული, პროფესიონალი ხელმძღვანელი გახლდათ. დანაშაულის მაჩვენებლების საგრძნობი კლება და გახსნის გაზრდილი მაჩვენებელი, მოწესრიგებული სამუშაო გარემო და პროფესიონალთაგან შემდგარი გუნდი – ეს არის მიღწევათა არასრული ჩამონათვალი, რაც ლაიტმოტივად გასდევს ბატონი ბესიკის მოღვაწეობას საქართველოს ძირძველ კუთხეში.
უაღრესად თავმდაბალი, ადამიანური და ზრდილობითა და კულტურით გამორჩეული ხელმძღვანელი, დიდთან დიდი და პატარასთან პატარა, ასე იცნობენ მას და ჩვენც ძალიან გვახარებს, რომ აჭარის ბედად პირველ პოლიციელად ღირსეული პიროვნება შეირჩა“, – აღნიშნულია ორგანიზაცია – “სასამართლო, მართლმსაჯულება და საზოგადოების“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები