რუსული ავიალაინერის კატასტროფის გამოძიების შედეგად ეგვიპტემ ტერაქტის ნიშნები ვერ დაადგინა

სპეციალურმა კომისიამ, რომელიც ეგვიპტის ხელისუფლებამ ავიალაინერ A321-ის კატასტროფის გამოსაძიებლად შექმნა, ვერ დაადგინა, რომ თვითმფრინავის ბორტზე ტერაქტი მოხდა. კომისიის ხელმძღვანელმა ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ უცხო პირთა მიერ თვითმფრინავში შეღწევის მტკიცებულება გამომძიებლებმა ვერ აღმოაჩინეს. ამ ინფორმაციის კომენტირებისას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ის რუსი გამომძიებლების დასკვნას ენდობა, რომლებმაც დაადგინეს, რომ თვითმფრინავში ტერაქტი მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები