“თი-ბი-სი ბანკმა” ინტერნეტ და მობაილბანკის მეორე გათამაშების გამარჯვებულები დააჯილდოვა

“თი-ბი-სი ბანკმა” ინტერნეტ და მობაილბანკის მეორე გათამაშების ათივე გამარჯვებულს – ქეთევან ნაცვლიშვილს, მარიამ გოგოტიშვილს, ზურაბ შავერდაშვილს, ალექსი მიდელაურს, ნინო ხარატიშვილს, ეკა ხუცურაულს, ეკატერინე ადუაშვილს, გიორგი კობახიძეს, მიხეილ წიკლაურს და რომანი მინასიანს Iphone 6-ები გადასცა.
ინტერნეტ და მობაილბანკის მეორე გათამაშებაში ის მომხმარებლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით ინტერნეტ და მობაილბანკით ტრანზაქციები განახორციელეს.
440 000-მდე ბილეთიდან ყველაზე იღბლიანები დოლურის პრინციპით, 11 დეკემბერს, “თი-ბი-სი ბანკის” ცენტრალურ ფილიალში გამოვლინდნენ. გათამაშებაზე დასწრება ყველა მონაწილეს შეეძლო. ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშება ამით არ დასრულებულა. წინ ყველაზე მთავარი, ფინალური ეტაპია, რომელიც 15 იანვარს შედგება. ყველაზე იღბლიანი მომხმარებლებისთვის სუპერპრიზი – ბინა გუდაურში და ფულადი პრიზები გათამაშდება. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ გათამაშებაში 31 დეკემბრის ჩათვლით და მოიგონ სასურველი პრიზები. თითოეული განხორციელებული ოპერაციიდან მომხმარებლები გარკვეული რაოდენობის ქულებს დააგროვებენ. 5 დაგროვილ ქულაზე კი გათამაშების თითო ბილეთს მიიღებენ.
ქულების დაგროვების პრინციპი ასეთია: ინტერნეტბანკში შესვლა – 1 ქულა;  პირად ანგარიშებს შორის გადარიცხვა ან კონვერტაცია – 2 ქულა; ნებისმიერი სხვა ტიპის გადარიცხვა – 2 ქულა; ინტერნეტბანკით ანაბრის გახსნა ან სხვა საბანკო პროდუქტის შეძენა – 2 ქულა; საკრედიტო ლიმიტის ზრდა ან წინასწარ დამტკიცებული ავტომატური სესხის აღება – 2 ქულა. მობაილბანკის მეშვეობით განხორციელებულ ნებისმიერ ტრანზაქციაზე გაორმაგებული ქულები ირიცხება. იჩქარეთ, გამოიყენეთ თქვენი შანსი, ჩაერთეთ გათამაშებაში და მოიგეთ!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები