ეკა ბესელია და მანანა კობახიძე პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და პარლამენტის უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე პატიმართა შეწყალების საკითხზე პროკურატურაში იმყოფებოდნენ. ეკა ბესელია გამოძიების დამთავრებამდე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ ეს დეტალები პროცესის შემადგენელია. მისივე განცხადებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია თუ დოკუმენტური მასალა, რაც კომიტეტს გააჩნდა და გააჩნია, პროკურატურას გადასცა.
“არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს მანამდე, სანამ პროკურატურა არ დაასრულებს ამ საქმეზე გამოძიებას. ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს პროცესს, რომ ბოლომდე გამოკვლეული იყოს ყველა ფაქტი. დეტალებზე არ ვისაუბრებ, რადგან ეს დეტალები პროცესის შემადგენელია. იმედი მაქვს, რომ გამოძიება მალე დასრულდება და არ გაჭიანურდება. ასე რომ, საპროცესო და ეთიკური წესები დავიცვათ, რომელიც პროცესის დასრულების დალოდებას გულისხმობს. დაინტერესებულნი ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ ფაქტების გამოძიება ობიექტურად მოხდეს და ეს განცხადებები გადამოწმდეს. ამის მზაობა მაქვს, მეყოფა გამოცდილება, ნებისყოფა, გამძლეობა და პროფესიული უნარ-ჩვევებიც, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე. ყველაფერს გავაკეთებ, საზოგადოებამ დაინახოს, სად არის სიმართლე და შემდეგ შეაფასოს და გააკეთოს დასკვნა, რასთან გვაქვს საქმე, რა ტიპის პროცესი თუ ავანტიურა არის დაწყებული წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ინფორმაცია – დოკუმენტური მასალა, რაც კომიტეტს გააჩნდა და გააჩნია ამ საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურას მივეცი. მას ეს რეალობის დანახვაში დაეხმარება”, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები